ინდონეზიაში ვულკანი ამოიფრქვა - VIDEO

ინდონეზიის კუნძულ ლომბლინზე, ვულკანი ლევოტოლო ამოიფრქვა. ამის შესახებ უცხოური მედია იუწყება. 

ვულკანის კრატერიდან ნაცრისა და კვამლის სვეტი 4 კმ სიმაღლეს აღწევს.

ჯერჯერობით დაზარალებულთა და დაღუპულთა შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.  ვულკანის ამოფრქვევის გამო, ხელისუფლებამ აკრძალა ფრენები  და დახურა ადგილობრივი აეროპორტი.

ინდონეზიაში, რომელიც სეისმურად საშიშ ზონაში მდებარეობს, დაახლოებით 130 მოქმედი ვულკანია.