ინდონეზიის სპორტის მინისტრს 1,8 მილიონი დოლარის მითვისებაში ადანაშაულებენ

ინდონეზიის სპორტის მინისტრმა კორუფციული სკანდალის ფონზე თანამდებობა დატოვა. იმამ ნაჰრავის 1,8 მილიონი დოლარის მითვისებაში ადანაშაულებენ.

ქვეყნის პრეზიდენტმა მისი გადადგომის შესახებ განცხადება უკვე დააკმაყოფილა.

ანტიკორუფციული კომისიის ინფორმაციით, ინდონეზიის იმამ ნაჰრავიმ პირადი მოხმარებისთვის გამოიყენა გრანტი, რომელიც სპორტის ეროვნული კომიტეტისთვის იყო გამოყოფილი.

ეს ინდონეზიაში უკვე მეორე ანალოგიური სკანდალია. 2014 წელს სპორტის მინისტრს ანდი მალარანგენგს კორუფციისთვის პატიმრობა მიესაჯა.