ინდურ Covaxin-ს ბავშვებზე გამოცდიან

ინდოეთის სამკურნალო საშუალებების სტანდარტების საკონტროლო ცენტრალური ორგანიზაციის (CDSCO) ექსპერტების კომიტეტის რეკომენდაციით, ინდოეთში წამოებულ კორონავირუსის ვაქცინა - Covaxin-ს, 2-დან 18 წლამდე ასაკის ბავშვებზე გამოცდიან.

კვლევის ფარგლებში 525 პაციენტი მიიღებს მონაწილეობას.

ინდოეთში ასტრა ზენეკას გარდა, სახელმწიფო სტანდარტებით ასევე დაშვებულია რუსული ,,Спутник V’’ ვაქცინა კორონავირუსის წინააღმდეგ.

ორგანიზაცია CDSCO ინდოეთში დაკვირვებას აწარმოებს ლიცენზიის მიღების სტადიაზე მყოფ სამკურნალო საშუალებებზე. თუმცა მან შესაძლოა უკვე დამტკიცებული და გაყიდვაში მყოფი სამედიცინო პროდუქციაც გაიწვიოს და დაბლოკოს, თუ გამოვლინდება შესაბამისი გარემოებები.