ინდური შტამი გლობალურად დომინანტი ხდება - ჯანმოს მეცნიერი

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მთავარი მეცნიერი, სუმია სვამინატანი ანაცხადებს, რომ კორონავირუსის ე.წ. ინდური შტამი გლობალურად დომინანტი ვარიანტი ხდება.

„ვარიანტი „დელტა“ გლობალურ დონეზე დომინანტი ვარიანტი ხდება მისი გავრცელების გაზრდილი შესაძლებლობების გამო“, - აღნიშნა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მთავარმა მეცნიერმა.

მან ასევე ისაუბრა გერმანული ფირმის, "კურევაკის" ვაქცინის შესახებ და თქვა, რომ შედეგებით იმედგაცრუებულია. 

ცნობისთვის, გერმანული "კურევაკის" ეფექტურობამ კლინიკური კვლევების დროს მხოლოდ 47% ეფექტურობა აჩვენა.