ინფექციონისტი: COVID-19 ის მეორე ტალღა მოსალოდნელია

სამხრეთ კორეის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების დირექტორი, იუნგ ეუნ-კიონგი თვლის, რომ სავარაუდოდ, ქვეყანას კორონავირუსის პანდემიის მეორე ტალღა შემოუტევს. 

”თუ არ იქნება ვაქცინა, ან მედიკამენტი, ვირუსი დაბრუნდება შემოდგომაზე ან ზამთარში, რადგან ადამიანების უმრავლესობას არ აქვს იმუნიტეტი", - თქვა იუნგმა.

როგორც იუნგი ამბობს, სამხრეთ კორეა პანდემიას საუკეთესოდ მომზადებული დახვდა. მან ჯანდაცვის ოფიციალური პირების მხრიდან მასობრივი ტესტების ჩატარებას კარგი გადაწყვეტილება უწოდა.