ანტიკვარული ჩინური ლარნაკი, რომელიც შემთხვევით გაანადგურეს და შემდეგ დააწებეს, ინგლისში, დერბიშირში აუქციონზე 267 300 დოლარად გაიყიდა.
ლარნაკის მფლობელმა, ლეისტერშირში მცხოვრებმა წყვილმა განაცხადა, რომ ნივთი 1950-იან წლებში ნადირობის დროს გატყდა. ისინი ნატეხების ერთმანეთზე დაწებებას ცდილობდნენ, თუმცა ლარნაკის ნაპრალებს და წებოს კვალს ვერ მალავდნენ.
ცნობილია, რომ ლარნაკი დამზადდა ცინის დინასტიის, იმპერატორ ციანლონგის დროს, რომელიც იმპერიას 1736 - 1796 წლებში მართავდა.
ანტიკვარული ნივთის შემფასებელს სჯეროდა, რომ ლარნაკი დაზიანების გამო მაქსიმუმ 13 000 დოლარად გაყიდულიყო, თუმცა პროგნოზების მიუხედავად, აუქციონის დროს, ლოტის ფასმა 200 ათასი გირვანქა სტერლინგს მიაღწია.