ინგლისში ხანდაზმული მამაკაცი ძროხებმა მოკლეს

ინგლისის ჩრდილოეთ ნაწილში 72 წლის მალკოლმ ფლინი ძროხების თავდასხმას ემსხვერპლა. ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა The Independent წერს.

გამოცემის ინფორმაციის, მამაკაცი გზაზე სეირნობდა, როდესაც ის ცხოველებმა გადათელეს.

აღსანიშნავია, რომ ბოლო 10 დღის განმავლობაში ეს ცხოველის თავდასხმის მეორე შემთხვევაა. გასულ კვირას ძროხების თავდასხმის შედეგად ქალბატონი გარდაიცვალა.

გამოცემა აღნიშნავს, რომ უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში, ძროხების თავდასხმას 98 ადამიანი ემსხვერპლა.