გუშინ ,ლონდონის ცენტრში კორონავირუსის გამო დაწესებულ შეზღუდვები და ვაქცინაციის პასპორტების შემოღება გააპროტესტეს.
ბრიტანული გამოცემა The Guardian-ის ინფორმაციით, დემონსტრაცია აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცავებს შორის დაპირისპირებაში გადაიზარდა.
შეტაკების შედეგად სულ რვა პოლიციელი დაშავდა, მათგან ორი სამართალდამცავი საავადმყოფოში გადაიყვანეს.
მომხდართან დაკავშირებით ხუთი პირი დააკავეს.
ეპიდემიის გავრცელებიდან დღემდე გაერთიანებულ სამეფოში კორონავირუსით 4 403 170 ადამიანი დაინფიცირდა, ხოლო 127 417 ინფიცირებული გარდაიცვალა.