Instagram ახალ ფუნქციას ამატებს

Instagram-მა ახალი ფუნქციის Live Rooms-ის შესახებ განაცხადა, რომელიც მომხმარებლებს საშუალებას მისცემს, რომ პირდაპირ ეთერში ერთდროულად სამი ადამიანი იყოს ჩართული.

"დღეს ჩვენ წარმოგიდგენთ Live Rooms-ს, ფუნქციას, რომელიც საშუალებას მოგცემთ პირდაპირ ეთერში Instagram-ზე სამამდე ადამიანი იყოს ჩართული. ადრე პირდაპირ ეთერში მხოლოდ ერთ ადამიანს შეეძლო ჩართვა. ახლა კი მოგცემთ საშუალებას, გააორმაგოთ თქვენი ლაივ-სტრიმინგი", - განაცხადეს კომპანიაში.

კომპანიის წევრები ასევე აღნიშნავენ, რომ ეს ფუნქცია კიდევ უფრო მეტ გზას მისცემს მომხმარებლებს ბიზნესის შექმნისა და ფულის გამომუშავების მიზნით. Live Rooms-ები მალე მთელს მსოფლიოში იქნება ხელმისაწვდომი.