იყრის თუ არა ტრამპი კენჭს 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე?

აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა მიიღო საბოლოო გადაწყვეტილება იმასთან დაკავშირებით, შეეცდება თუ არა იგი თეთრ სახლში დაბრუნებას 2024 წელს. ამის შესახებ გამოცემა The New York Post წერს.

 Fox News-სათვის მიცემულ ინტერვიუში ტრამპმა დაადასტურა, რომ აშშ-ის მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭს იყრის.

"ეს ქვეყანას სჭირდება. ჩვენ ამ ქვეყანაზე უნდა ვიზრუნოთ“, - განაცხადა ტრამპმა.

გამოცემა Politico-ს მიერ ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, „რესპუბლიკური პარტიის“ ამომრჩეველთა უმრავლესობა 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის კანდიდატურას დაუჭერს მხარს.

შეგახსენებთ, 2020 წლის აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დამარცხების შემდეგ, დონალდ ტრამპი "დემოკრატებს" შედეგების გაყალბებაში ადანაშაულებდა და არჩევნების შედეგების გაუქმებას მოითხოვდა. თუმცა, სასამართლომ მისი საჩივარი არ დააკმაყოფილა და მიიჩნია, რომ არჩევნები ლეგიტიმურად ჩატარდა.