ირანელი დეპუტატი: სამი მილიონი დოლარი მას, ვინც ტრამპის მოკვლას ეცდება

სამ მილიონი დოლარს მიიღებს ის, ვინც აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მოკვლას ეცდება. ამის შესახებ ირანის პარლამენტი დეპუტატმა, აჰმად ჰამზემ განაცხადა.

"ქერმანის მოსახლეობის სახელით ჩვენ 3 მილიონი დოლარის ოდენობის ფულად პრიზს ნაღდი ფულით გადავცემთ მას, ვინც ტრამპის მოკვლას ეცდება", - აღნიშნა მან.

დეპუტატს არ დაუკონკრეტებია, შეთანხმებულია თუ არა „ჯილდო“ ირანის სასულიერო ლიდერებთან.