ირანი ადამიანებზე COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის კვლევას იწყებს

ირანში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გამოკვლევა ადამიანებზე ორ კვირაში დაიწყება. ამის შესახებ ინფორმაციას, ირანის ჯანდაცვის მინისტრი ავრცელებს.

"ირანმა კარგი პროგრესი განიცადა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შემუშავებაში. ვაქცინა, რომელზეც რამდენიმე კვლევითი ჯგუფი მუშაობს, უკვე შემოწმებულია მაიმუნებზე. ადამიანზე კვლევები ორ-სამ კვირაში დაიწყება. ყველა ეს პროცედურა საერთაშორისო სტანდარტებს შეესაბამება და ხორციელდება ჯანმოს პროტოკოლების, აგრეთვე ირანის სურსათისა და წამლის ადმინისტრაციის ნორმების შესაბამისად", - განაცხადა ირანის ჯანდაცვის მინისტრმა.

ოფიციალური ინფორმაციით, ირანში კორონავირუსით პანდემიის დაწყებიდან დღემდე 504,281 ადამიანი დაინფიცირდა, 28 816 ადამიანი კი გარდაიცვალა.