ირანი ბირთვული პროგრამის შესახებ აშშ-სთან მოლაპარაკებებზე უარს აცხადებს

ირანმა, ბირთვული პროგრამის სამოქმედო გეგმის შესახებ, ევროკავშირსა და აშშ-ს პირდაპირ მოლაპარაკებაზე უარი განუცხადა. ამის შესახებ გამოცემა The Wall Street Journal წერს.

გამოცემა სანდო წყაროზე დაყრდნობით იუწყება, რომ ამან, შესაძლოა, დასავლეთის ქვეყნებსა და ირანს შორის დაძაბულობის ზრდა გამოიწვიოს.

მანამდე, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ აშშ მზადაა, 2015 წლის ბირთვულ შეთანხმებაში დაბრუნების საკითხზე ირანთან მოლაპარაკებები დაიწყოს, თუ ირანი აღნიშნული შეთანხმებით გათვალისწინებულ ვალდებულებებს შეასრულებს.