ირანი სამხრეთკორეული გემის დაკავების მიზეზს განმარტავს

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა სპარსეთის ყურეში სამხრეთკორეული სავაჭრო გემი დააკავა. მიზეზი ეკოლოგიური ნორმების დარღვევაა.

"სამხრეთკორეული ტანკერი სპარსეთის ყურის წყლებში გარემოს დაბინძურების გამო დააკავეს", - აღნიშნულია ირანული მხარის განცხადებაში.

თეირანში ამბობენ, რომ ტანკერმა Hankuk Chemi წყალში ნავთობი ჩაღვარა. Associated Press-ის ინფორმაციით, ის არაბთა გაერთიანებული საამიროებისკენ მიემართებოდა.