ირანის არმიამ ჰორმუზის სრუტეში წვრთნები დაიწყო

ირანის არმიამ ჰორმუზის სტრატეგიულ სრუტეში ყოველწლიური სამდღიანი სამხედრო-საზღვაო წვრთნები დაიწყო. ომანის ყურეში გამართულ წვრთნებში წყალქვეშა, საჰაერო და სახმელეთო სამხედრო ძალები, დრონები და წყალქვეშა ნავები იქნება ჩართული.

თეირანის განცხადებით, მანევრები უცხო ქვეყნებიდან მომავალი საფრთხეების წინააღმდეგ ირანის სამხედრო ძლიერებისა და თავდაცვისუნარიანობის ამაღლებას ისახავს მიზნად.

ირანის სამხედრო-საზღვაო ფლოტი ყველა სამხედრო წვრთნებს ომანის ყურეში, ჰორმუზის სრუტიდან აღმოსავლეთით აწარმოებს, იქ, სადაც მსოფლიო სავაჭრო ნავთობის 20% გადის.

აგვისტოში ირანმა, ლიბერიის დროშის ქვეშ მცურავი ნავთობით დატვირთული ტანკერი, ჰორმუზის სრუტის მახლობლად, დროებით დააპატიმრა. ივლისში ირანის რევოლუციური გვარდიის გუშაგებმა რაკეტა გაუშვეს აშშ-ის ავიამზიდის მიმართულებით, რაც ორ ქვეყანას შორის დაძაბულობის ფონზე აშშ-ის დაშინებას ისახავდა მიზნად.