ირანის ბირთვული პროგრამის ფუძემდებელს დღეს დაკრძალავენ

ირანში დღეს ქვეყნის ბირთვული პროგრამის ფუძემდებლის მოჰსენ ფაჰრიზადეს დაკრძალვის ცერემონია გაიმართა. მეცნიერს თეირანში, თავდაცვის სამინისტროს ღია მოედანზე დაემშვიდობნენ.

პანაშვიდს თავდაცვის მინისტრი გენერალი ამირ ჰატამიც ესწრებოდა.

მოჰსენ ფაჰრიზადე, რომელმაც ირანის ბირთვული პროგრამა 2000 წლის დასაწყისში შექმნა, პარასკევს თეირანის მახლობლად, თავდასხმისას მოკლეს. აფეთქდა სატვირთო მანქანა და თავდამსხმელებმა მეცნიერის მისამართით ცეცხლი გახსნეს.

მეცნიერზე თავდასხმასა და მის მკვლელობაში თეირანი ისრაელს ადანაშაულებს. მომხდართან დაკავშირებით ისრაელში კომენტარი არ გაუკეთებიათ.