ირანის ყოფილი ელჩი სირიაში კორონავირუსს ემსხვერპლა

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის, მოჰამედ ჯავად ზარიფის ყოფილი მრჩეველი და ქვეყნის ყოფილი ელჩი სირიაში, ჰოსეინ შეიჰოლესლამი კორონავირუსით გარდაიცვალა.

დიპლომატი ირანის პარლამენტის მეშვიდე მოწვევის დეპუტატიც იყო.

ბოლო ინფორმაციით, ირანში კორონავირუსით 3,5 ათას ადამიანზე მეტია ინფიცირებული, 107 გარდაიცვალა, 740 გამოჯანმრთელდა