ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე აზერბაიჯანს ეწვია

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე აბას არაქჩი აზერბაიჯანს ეწვია.

ვიზიტის ფარგლებში არაქჩი აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრის მოადგილეს შაჰინ მუსტაფაევს და საგარეო საქმეთა მინისტრს ჯეიჰუნ ბაირამოვს შეხვდება. მხარეები ორმხრივი თანამშრომლობის აქტუალურ თემებს, ასევე მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარების საკითხებს განიხილავენ.

ბაქოდან ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მოსკოვში გაემგზავრება.