ირანის სამხედრო კვლევით ცენტრში ხანძარი გაჩნდა

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის სამხედრო კვლევით ცენტრში ხანძარი გაჩნდა. ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

ინციდენტი თეირანის დასავლეთით მოხდა.

"ცეცხლი ლოკალიზებულია, მაგრამ სამი ადამიანი დაშავდა", - განაცხადე ირანის სახელმწიფო ტელევიზიის ეთერში.

ჯერჯერობით უცნობია, კონკრეტულად რა გახდა ხანძრის მიზეზი.