ირანის საპრეზიდენტო არჩევნებში, სეიედ ებრაჰიმი იმარჯვებს

წინასწარი მონაცემებით, ირანის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება სეიედ ებრაჰიმ რაისიმ მოიპოვა.

ირანის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, არჩევნებში მონაწილეობა 28 მილიონ 600 ათასამდე ადამიანმა მიიღო, საიდანაც რაისიმ 17 მილიონ 800 ათასზე მეტი ხმა მიიღო.

გავრცელებული ინფორმაციით, სამმა საპრეზიდენტო კანდიდატმა ებრაჰიმ რაისის არჩევნებში გამარჯვება მიულოცა. ხმის მიცემის უფლება 59 310 000-ზე მეტ ირანელს ჰქონდა.

ცნობისთვის, ირანში მე-13 საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა.