ირანმა ახალი ბალისტიკური რაკეტები გამოსცადა

ირანის რევოლუციური გვარდიის კორპუსმა, ქვეყანაში მიმდინარე სამხედრო წვრთნების ფარგლებში, შორი რადიუსის რაკეტები გამოსცადა. ამის შესახებ Fox News იუწყება.

გამოცემის ინფორმაციით, ბალისტიკურმა რაკეტებმა, რომლებმაც დაახლოებით 1 800 კმ მანძილი დაფარეს, ინდოეთის ოკეანის ჩრდილოეთ ნაწილში ხელოვნური სამიზნე გაანადგურეს და სავაჭრო გემის მახლობლად ოკეანეში დაეშვნენ.

ცნობისთვის, 15 იანვარს, ირანმა ხმელეთი-ხმელეთი ტიპის ბალისტიკური რაკეტები და დრონები გამოსცადა.