ირანმა ბირთვული პროგრამის პროექტი დაამტკიცა

ირანის პარლამენტის ეროვნული უსაფრთხოების და საგარეო პოლიტიკის კომიტეტმა დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც გაააქტიურებს ქვეყნის ბირთვულ საქმიანობას. კანონპროექტი წელიწადში 120 კგ ურანის წარმოებას ითვალისწინებს, რაც 20%-ით გაზრდის იარაღის წარმოებას. ამჟამად მისი წარმოება 4%-ს მოიცავს.

ქვეყნის ხელისუფლება ირანის ქალაქ არაკში ბირთვული რეაქტორის პროექტს დაუბრუნდება. თეირანმა, შეთანხმებების თანახმად, გაანადგურა ინსტალაციის ბირთვი. გარდა ამისა, თეირანი 40 მგვტ მძიმე წყლის რეაქტორის აშენებას გეგმავს.