ირანმა საფრანგეთში უკრაინული ბოინგის შავი ყუთი გაგზავნა

ირანულმა მხარემ საფრანგეთში, თეირანში შეცდომით ჩამოგდებული, უკრაინის სამგზავრო თვითმფრინავის შავი ყუთი გაგზავნა. ამის შესახებ ირანული მედია ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, მოჰსენ ბაჰარვანდის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს. 

ბაჰარვანდმა დასძინა, რომ ჩანაწერების გაშიფვრას პარიზი ორშაბათიდან შეუდგება. 

ეგახსენებთ, ირანმა მიმდინარე წლის იანვრის თვეში, თეირანის ტერიტორიაზე, შეცდომით ჩამოაგდო უკრაინული ბოინგი 737-800, რასაც 176 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.