ირანმა სამხედრო ძალები გააძლიერა

ირანმა სამხედრო ძალებით მსოფლიოში 22-ე ადგილიდან მე-14-ზე გადაინაცვლა. ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა, ჰასან როჰანიმ მე-11 მოწვევის პარლამენტის გახსნის ცერემონიაზე განაცხადა.

"რაც შეეხება სამხედრო სფეროს, ჩვენ მსოფლიოში 22-ე ადგილს ვიკავებდით, ახლა კი - მე-14-ს. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ქვეყნის სამხედრო პოტენციალის სხვადასხვა სფეროებში კოლოსალური გარდაქმნები ხორციელდებოდა", - განაცხადა როჰანიმ.