ირანმა წვრთნების დროს იერიში საკუთარ გემზე მიიტანა - განახლებულია

ირანში წვრთნების დროს სულ მცირე 19 ადამიანი დაიღუპა, 15 დაშავდა. ამის შესახებ ირანის არმიის პრესსამსახურში განაცხადეს. 

09:24

ირანის სამხედრო-საზღვაო ძალების წვრთნის დროს, ომანის ყურეში, ინციდენტი მოხდა. ირანის საზღვაო სამხედრო ძალების ფრეგატმა Jamaran-მა გემსაწინაღმდეგო რაკეტა, შეცდომით, წვრთნებში მონაწილე საკუთარ კატარღა Konarak-ს ესროლა. ირანული წყაროს ინფორმაციით 2 ადამიანი გარდაიცვალა და ათობით დაშავდა. სარაკეტო იერიშის შედეგად, ხომალდი მთლიანად განადგურდა.

შემთხვევა ირანის სამხრეთ ნაწილში მდებარე ჯასკის პორტთან მოხდა. ირანის სამხედრო ხელმძღვანელობას მომხდართან დაკავშირებით კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.