ირანს აშშ-სთან პატიმრების სრულად გაცვლა სურს

ირანის მთავრობის სპიკერის ალი რაბიეის განცხადებით, ქვეყანა მზად არის შეერთებულ შტატებთან პატიმრები სრულად გაცვალოს. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

"”ჩვენ მზად ვართ გაცვალოთ ირანელი და ამერიკელი პატიმრები, ამასთან, თანახმა ვართ განვიხილოთ აღნიშნული საკითხი, თუმცა ამერიკას ამის თაობაზე პასუხი ჯერ არ გაუცია", - განაცხადა რაბიეიმ.

"ჩვენ ვშიშობთ ამერიკის ციხეში მყოფი ირანელი პატიმრების გამო და ამაზე მთლიან პასუხისმგებლობას შეერთებულ შტატებს ვაკისრებთ", - აღნიშნა მთავრობის სპიკერმა.

ვაშინგტონს პატიმრების გაცვლის შესახებ ირანის მოწოდებაზე პასუხი ამ დრომდე არ გაუცია.