ირანში 5.1 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა

ირანში 5.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ამის შესახებ განცხადებას შეერთებული შტატების გეოლოგიური სამსახური აქვეყნებს.

მიწისძვრის ეპიცენტრი ქვეყნის სამხრეთით, ქალაქ მინაბიდან 104 კილომეტრის დაშორებით, 50,5 კმ-ის სიღრმეზე მდებარეობდა.

ამ დროისათვის, მსხვერპლის, ზარალის ან ნგრევის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.