ირანში 5,4 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა

ირანის სამხრეთით, ჰორმოზგანის პროვინციაში, 5,4 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო "Reuters" ავრცელებს.

მიწისძვრა ადგილობრივი დროით 07:40 საათზე, ქალაქ ბენდერ-ჰამირიდან 56 კილომეტრში დაფიქსირდა.

ინფორმაცია მსხვერპლისა და ნგრევის შედეგად ჯერჯერობით არ ვრცელდება.

სააგენტოს ინფორმაციით, პროვინციის რაიონებში სახლების უმეტესობა თიხის აგურებით არის აშენებული. მიწისძვრის შედეგად ისინი ადვილად ინგრევა.