ირანში ადამიანების გადაადგილებაზე შეზღუდვები დაწესდება

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ირანში ადამიანების გადაადგილებაზე შეზღუდვები დაწესდება. ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა, ჰასან როჰანიმ განაცხადა.

მისი თქმით, დღეს დამტკიცდება გეგმა, რომელიც რიგ ღონისძიებებს ითვალისწინებს.

ბოლო ინფორმაციით, ირანში კორონავირუსით ინფიცირების 24 811 შემთხვევაა დაფიქსირებული, 1 934 გარდაიცვალა.