ირანში ავარიას 9 ადამიანი ემსხვერპლა

ირანში, ისპაანში ავტოსაგზაო შემთხვევას სულ მცირე 9 ადამიანი ემსხვერპლა, 18 დაშავდა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Tasnim ავრცელებს.

მედიკოსთა ინფორმაციით, ავტობუსი, რომელიც თეირანიდან შირაზში მიემართებოდა, გადაბრუნდა.