ირანში ბირთვულ ობიექტზე ინციდენტი მოხდა

ირანის ნათანზის ბირთვულ ობიექტზე ინციდენტი მოხდა. ამის შესახებ ირანული მედია წერს.

გავრცელებული ინფორმაციით, ხარვეზი ელექტრომამარაგების სისტემაში მოხდა.

ობიექტზე მომხდარი ინციდენტის შესახებ სხვა დეტალები ამ დროისათვის არ ვრცელდება. 

ორგანიზაციის ოფიციალური წარმომადგენლის, ბეჰრუზ კამალვანდის განცხადებით, ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა.