ირანში ბოლო 24 საათში COVID-19-ით 115 ადამიანი გარდაიცვალა

ირანში ბოლო 24 საათში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 2 368-ით გაიზარდა. ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო იუწყება.

მისი თქმით, ქვეყანაში ახალი კორონავირუსის ინფექცია სულ 204 952 ადამიანს დაუდგინეს. 

გარდაცვლილია 9 623 პაციენტი. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსს 115 ადამიანი ემსხვერპლა.

გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 163 591-მდე გაიზარდა.