ირანში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით 122 ადამიანი გარდაიცვალა

ირანში კორონავირუსით ბოლო დღე-ღამეში 1762 ადამიანი დაინფიცირდა, 122 გარდაიცვალა. ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა.

მისი თქმით, ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 24811 შეადგინა, 8913 გამოჯანმრთელდა. ჯამში COVID-19-ს 1934 ადამიანი ემსხვერპლა.