ირანში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით 144 ადამიანი გარდაიცვალა

ირანში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით ინფიცირების 2926 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 144 ადამიანი გარდაიცვალა.

ჯამში ინფიცირებულთა რიცხვი 32 332-მდე გაიზარდა, გარდაცვლილთა 2378-მდე.

ამ დროისთვის 11 133 პაციენტი გამოჯანმრთელდა.