ირანში COVID-19-ით ბოლო 24 საათში 2 080 პირი დაინფიცირდა

ირანში ბოლო 24 საათში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 2 080-ით გაიზარდა. ამის შესახებ განცხადება ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრის პრესსპიკერმა, კიანუშ ჯაჰანპურმა გააკეთა.

ჯანდაცვის მინისტრის თქმით, ქვეყანაში ახალი კორონავირუსის ინფექცია სულ 141 591 ადამიანს დაუდგინეს, მათგან 111 176 გამოჯანმრთელდა.

გარდაცვლილია 7 564 პაციენტი. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსს 56 ადამიანი ემსხვერპლა.