ირანში ბოლო 24 საათში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 2 095-ით გაიზარდა. ამის შესახებ განცხადება ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრის პრესსპიკერმა, კიანუშ ჯაჰანპურმა გააკეთა.
ჯანდაცვის მინისტრის თქმით, ქვეყანაში ახალი კორონავირუსის ინფექცია სულ 175 927 ადამიანს დაუდგინეს, მათგან 138 457 გამოჯანმრთელდა.
გარდაცვლილია 8 425 პაციენტი. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსს 74 ადამიანი ემსხვერპლა.