ირანში COVID-19-ით გარდაცვლილთა რაოდენობა 5 957-მდე გაიზარდა

ირანში ერთ დღეში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 1073-ით გაიზარდა. ამის შესახებ განცხადება ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრის პრესსპიკერმა, კიანუშ ჯაჰანპურმა გააკეთა.

მისი თქმით, ქვეყანაში ახალი კორონავირუსის ინფექცია სულ 93 657 ადამიანს დაუდგინეს, მათგან 73 791 პაციენტი გამოჯანმრთელდა. გარდაცვლილია 5 957 პაციენტი. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსს 80 ადამიანი ემსხვერპლა.