ირანში COVID-19-ით გარდაცვლილთა რაოდენობა 6028-მდე გაიზარდა

ირანში ერთ დღეში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 983-ით გაიზარდა. ამის შესახებ განცხადება ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრის პრესსპიკერმა, კიანუშ ჯაჰანპურმა გააკეთა.

მისი თქმით, ქვეყანაში ახალი კორონავირუსის ინფექცია სულ 94 640 ადამიანს დაუდგინეს, მათგან 75 103 პაციენტი გამოჯანმრთელდა. გარდაცვლილია 6028 პაციენტი. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსს 71 ადამიანი ემსხვერპლა.