ირანში COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა 150 ათასს აღწევს

ირანში ბოლო 24 საათში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 2282-ით გაიზარდა. ამის შესახებ განცხადება ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრის პრესსპიკერმა, კიანუშ ჯაჰანპურმა გააკეთა.

ჯანდაცვის მინისტრის თქმით, ქვეყანაში ახალი კორონავირუსის ინფექცია სულ 148 950 ადამიანს დაუდგინეს, მათგან 116 827 გამოჯანმრთელდა.

გარდაცვლილია 7734 პაციენტი. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსს 57 ადამიანი ემსხვერპლა.