ირანში COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა 2715-ით გაიზარდა

ირანში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 134 ადამიანი გარდაიცვალა. ერთ დღეში ინფიცირებულთა რაოდენობა 2715-ით გაიზარდა. ამის შესახებ განცხადება ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრის პრესსპიკერმა, კიანუშ ჯაჰანპურმა გააკეთა.

მისი თქმით, ქვეყანაში ახალი კორონავირუსის ინფექცია სულ 53 183 ადამიანს დაუდგინეს. გარდაცვლილია 329 ადამიანი.