ირანში COVID-19-ით ინფიცირებულთა რიცხვმა 76 389-ს მიაღწია

ირანში ერთ დღეში ინფიცირებულთა რაოდენობა 1512-ით გაიზარდა. ამის შესახებ განცხადება ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრის მრჩეველმა, ალირეზა ვაჰაბზადემ გააკეთა.

მისი თქმით, ქვეყანაში ახალი კორონავირუსის ინფექცია სულ 76 389 ადამიანს დაუდგინეს. გარდაცვლილია 4777 პაციენტი.