ირანში COVID-19-ით ინფიცირებულთა რიცხვმა 77 995-ს მიაღწია

ირანში ერთ დღეში ინფიცირებულთა რაოდენობა 1606-ით გაიზარდა. ამის შესახებ განცხადება ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრის პრესსპიკერმა, კიანუშ ჯაჰანპურმა გააკეთა.

მისი თქმით, ქვეყანაში ახალი კორონავირუსის ინფექცია სულ 77 995 ადამიანს დაუდგინეს. გარდაცვლილია 4869 პაციენტი. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსს 92 ადამიანი ემსხვერპლა. 52 229 პაციენტი გამოჯანმრთელდა.