ირანში COVID-19-ით ინფიცირებულთა რიცხვმა 79494-ს მიაღწია

ირანში ერთ დღეში ინფიცირებულთა რაოდენობა 1499-ით გაიზარდა. ამის შესახებ ირანის ჯანმრთელობის დაცვის მინისტრის მრჩეველმა, ალირეზა ვაჰაბზადემ განაცხადა.

მისი თქმით, ქვეყანაში ახალი კორონავირუსის ინფექცია სულ 79494 ადამიანს დაუდგინეს. გარდაცვლილია 4958 პაციენტი. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსს 89 ადამიანი ემსხვერპლა. 54064 პაციენტი გამოჯანმრთელდა.