ირანში დღეს ყველა სავაჭრო ცენტრი და მაღაზია დაიხურა

დღიდან ირანში 15 დღის განმავლობაში ყველა სავაჭრო ცენტრი და მაღაზია, აფთიაქებისა და სასურსათო მაღაზიების გარდა, დახურული იქნება. განკარგულება ირანის პრეზიდენტმა, ჰასან როჰანიმ გასცა.

შეზღუდვა დღიდან შევიდა ძალაში, როდესაც ქვეყანა ირანული ახალი წლის პირველ დღეს აღნიშნავს.