ირანში ძლიერ წყალდიდობას მსხვერპლი მოჰყვა - VIDEO

ირანში ძლიერი წყალდიდობის შედეგად, სულ მცირე, ხუთი ადამიანი დაიღუპა. Report.ge-ს ცნობით, ინფორმაციას Tasnim ავრცელებს.

ირანის სამხრეთ პროვინციაში, ჰორმოზგანში წყალდიდობამ ასევე 350-ზე მეტი სახლი დააზიანა.

პროვინციის ზოგიერთი ნაწილი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.