ირანში ძლიერი მიწისძვრა მოხდა

ირანის დასავლეთ ნაწილში, ქირმანშაჰის პროვინციაში 5.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ამის შესახებ Reuters ირანულ მედიაზე დაყრდნობით იუწყება.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ გილან-ე-გერბში მდებარეობს.

ამ დროისათვის, შესაძლო მსხვერპლის ან ზარალის შესახებ დამატებითი ინფორმაცია არ ვრცელდება.