ირანში, ქალაქ აჰვაზში მდებარე ელექტროსადგურზე აფეთქება მოხდა. ამის შესახებ ინფორმაციას ISNA აქვეყნებს.
ამ დროისათვის აფეთქების გამომწვევი ზუსტი მიზეზები უცნობია, თუმცა სავარაუდოა, რომ შემთხვევა სიცხის გამო მოხდა.
ირანული გამოცემა ISNA-ს ინფორმაციით, აფეთქებას თან ახლდა ძლიერი ხანძარი, რომელიც ამ დროისათვის უკვე ლოკალიზებულია.
შესაძლო მსხვერპლისა და ზიანის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.
შეგახსენებთ, 1 ივლისს ირანის დედაქალაქში, თეირანში აფეთქება მოხდა. სამედიცინო დაწესებულებაში მომხდარი აფეთქების შედეგად, 19 ადამიანი დაიღუპა.
ხოლო, 26 ივნისს ირანის დედაქალაქ თეირანში სამხედრო ბაზის მახლობლად მძლავრი აფეთქება მოხდა.