ირანში კორონავირუსი ბოლო 24 საათში 1,657 ადამიანს დაუდგინდა

ირანში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 117 ადამიანი გარდაიცვალა. ერთ დღეში ინფიცირებულთა რაოდენობა 1 657-ით გაიზარდა. ამის შესახებ განცხადება ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრის პრესსპიკერმა, კიანუშ ჯაჰანპურმა გააკეთა.

მისი თქმით, ქვეყანაში ახალი კორონავირუსის ინფექცია სულ 71 686 ადამიანს დაუდგინეს. გარდაცვლილია 4 474 პაციენტი. საავადმყოფოში მკურნალობს 41,947, ხოლო 43 894 პაციენტი გამოჯანმრთელდა.