ირანში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 5 ათასს აჭარბებს

ირანში ერთ დღეში ინფიცირებულთა რაოდენობა 1 374-ით გაიზარდა. ამის შესახებ ირანის ჯანმრთელობის დაცვის მინისტრის მრჩეველმა, ალირეზა ვაჰაბზადემ განაცხადა.

მისი თქმით, ქვეყანაში ახალი კორონავირუსის ინფექცია სულ 80 868 ადამიანს დაუდგინეს. გარდაცვლილია 5 031 პაციენტი. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსს 73 ადამიანი ემსხვერპლა. 54 064 პაციენტი გამოჯანმრთელდა.