ირანში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა მილიონს გადააჭარბა

ირანში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსის 13 922 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 1 003 494-ს მიაღწია.

ბოლო 24 საათში  დაიღუპა 358 პაციენტი. ბოლო მონაცემებით, ირანში კორონაპანდემიით დაღუპულთა რიცხვი 49 348-ს აღწევს.